25 მარტს სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გეგმავენ

გადავწყვიტეთ, რომ 25 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით გავიფიცოთ, - ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა სოფიო ბოლოკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს შესაბამისი განცხადება შეიტანეს.

მათი განმარტებით, ოჯახიდან ბავშვის განრიდების გარდა, არც ერთი კუთხით მუშაობას არ გააგრძელებენ.

„სოციალურ მუშაკებს გაფიცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს შეგვაქვს განცხადება. გაფიცვა გამოიწვია იმან, რომ სოციალური მუშაკები ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 მარტიდან გავიფიცოთ. ჩვენ გვქონდა 22- პუნქტიანი გეგმა და რადგან არც ერთი პუნქტი არ შეასრულეს, ამიტომ ვაპირებთ გაფიცვას“, - განაცხადა სოფიო ბოლოკაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა