ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ეკატერინე გალდავამ საჯარო ლექცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა დავით გურგენიძემ გახსნა. ეკატერინე გალდავა წყალმომარაგების, საინჟინრო და სამშენებლო დარგის მიმართულების სტუდენტებს კომპანიის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, გალდავამ სტუდენტებს წყლის რესურსების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები და მსოფლიოში არსებული პრაქტიკა გააცნო.

კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, წყალმომარაგება-წყალარინების სპეციალობაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ორი სტუდენტი, დასაქმების პერსპექტივით, კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა დავით გურგენიძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებს სტუდენტების დასაქმებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ, სამომავლოდ, ეს პროცესი სხვა წარჩინებულ სტუდენტებსაც შეეხება.

„ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია, რადგან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჩვენი სტუდენტების ერთ-ერთი სერიოზული დამსაქმებელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტს აქვს საშუალება ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი პროფესიით იქნებიან დასაქმებულნი, მისცეს ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკი, რათა ხელი არ შეეშალოთ სწავლასა და საქმიანობაში. სამშენებლო ფაკულტეტზე ყველა პირობაა იმისა, რომ შეიქმნას ისეთი აკადემიური გარემო და ინფრასტრუქტურა, რომელიც პიროვნებას შესაძლებლობას მისცემს ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ კადრად. ასწლიანი იმიჯის მქონე ფაკულტეტი არის ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის, უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კერა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებას საიმედო და განათლებული რესურსით. ფაკულტეტზე არსებობს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი რამდენიმე ლაბორატორია. მალე გაიხსნება ახალი ლაბორატორია და ცენტრი - პირველის შექმნას 250 ათასი ლარი, მეორისას - 6,5 მლნ ლარი მოხმარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტები პრაქტიკის გავლას უნივერსიტეტიდან გაუსვლელად, ადგილზე შეძლებენ. ამისთვის არაერთი სამუშაო ტარდება და რაც მთავარია, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სწავლისთვის უკეთესი პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსებმა უპასუხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა