„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სავაჭრო სახლი" გაიხსნება

საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ფონდის აღამსრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს მინსკში, „ქართული სავაჭრო სახლის“ გახსნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო.

„საპარტნირო ფონდის“ შვილობილ „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კომპანიას საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება მიენიჭა. ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყება.

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა დღეს ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. სხდომაში ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი მონაწილეობდა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ ბელარუსის მხარეს მადლობა გადაუხადა მინსკში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ამოქმედების ხელშეწყობისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში „ქართულ სავაჭრო სახლს“ გახსნის. ხელაიას განმატებით, „ქართულ სავაჭრო სახლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტსა და ბელარუსის ბაზარზე პოპულარიზაციას.

ფონდის ინფორმაციით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსტრმა კომიის თანათავმჯდომარის სტატუსით ისაუბრა ორმხრივი პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის და აქცენტი გააკეთა „ქართული სავაჭრო სახლის“ ამოქმედების პოზიტიურ შედეგებზე.

„ოფიციალურ მინსკთან საქართველოს მთავრობისა და „საპარტნიორო ფონდის“ მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში წარმოებული ნატურალური პოდუქტების ექსპორტის მიზნით, ბელარუსის მთავრობამ ქალაქის ცენტრში გამოყო ფართი „ქართული სავაჭრო სახლის“ განთავსებისთვის. „ქართულ სავაჭრო სახლში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტები, ქართული დასახელების ღვინოები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. მინსკში არსებული სავაჭრო სახლი ქართულ პროდუქციას პოპულარიზაციას გაუწევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს