ჟურნალ „გზასთან" ერთად წიგნების სერია „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების" გამოცემა დაიწყო

დღეიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად წიგნების სერია "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების" გამოცემა დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “პალიტრა L“-დან აცნობეს, ნოსტალგიური სერია, რომლის წიგნები ათეული წლების წინ ყველა ოჯახში იყო, ახალ სიცოცხლეს იძენს.

„პირველი ტომი “ასურული ზღაპრებია“, ყოველი მომდევნო წიგნი კი ორ კვირაში ერთხელ გამოვა და მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს. ამ ახალი სერიით გამომცემლობა “პალიტრა L“ ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს – ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხის სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.

„იმოგზაურე დროსა და სივრცეში“ – „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ სერიის სლოგანი და მოწოდებაა. სერიაში გამოცემული წიგნების ყდებზე დატანილი იქნება სიმბოლო, რომელიც კონკრეტული ხალხის ისტორიისა და კულტურისთვის არის დამახასიათებელი. ცნობილია, რომ ასურულ ზღაპრებს შვედური და ფრანგული ზღაპრების ტომები მოყვება“, – აცხადებენ “პალიტრა L“–ში.

გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი