პენიტენციური სამსახური - დავით კირკიტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს

დავით კირკიტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივად არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადეს.

გასულ სხდომაზე დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში არ გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზად, მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა, კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ ის შეუძლოდ იყო.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა