მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის არავითარი სხვა ინვესტორი არ არსებობს

„მინდა ვუპასუხო შეკითხვას - არსებობს თუ არა სხვა ინვესტორი? არ არსებობს არავითარი სხვა ინვესტორი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანაკლიის პორტის ალტერნატიული ინვესტორის შესახებ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მუშაობა მხოლოდ კონსორციუმთან და ბანკებთან მიმდინარეობს, რათა პროექტი დასრულდეს წარმატებულად.

„ერთადერთი რასაც ვაკეთებთ დღეს, ვმუშაობთ კონსორციუმთან, არსებულ ინვესტორთან და ბანკებთან იმისთვის, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებულად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია და არც დღეს აქვს სურვილი სახელმწიფო საკუთრებაში ჰქონდეს პორტი და მართოს ის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა