მაია ცქიტიშვილი - პროკურატურამ კარგი როლიც ითამაშა, მანამდე ხალხმა არ იცოდა, რომ ანაკლიის პორტს ვაშენებდით

პროკურატურამ გარკვეული როლი ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ კარგი როლიც, მანამდე ხალხმა არ იცოდა, რომ ანაკლიის პორტს ვაშენებდით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანაკლიის პროექტზე საუბრისას დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„კითხვაზე გააჩინა თუ არა პროკურატურის კითხვებმა პრობლემები ანაკლიის პროექტთან მიმართებაში, ვიტყვი, რომ საქმიან ნაწილში არ გაუჩენია პრობლემები. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთოდ რატომ დავიწყეთ ამ პროექტზე საუბარი და რატომ გაჩნდა ინტერესი ამ პორტის მიმართ, ვიტყვი რომ პროკურატურამ გარკვეული როლი ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ კარგი როლიც. მანამდე ხალხმა არ იცოდა, რომ თურმე ანაკლიის პორტს ვაშენებდით თუ ვერ ვაშენებდით. სამწუხაროდ ეს ინტერესი დღეს არის არაჯანსაღი. სამწუხაროდ იმ მიმართულებით მიდის ეს ინტერესი, რომ სახელმწიფოზე გადმოვიდეს მთელი პასუხისმგებლობა ამ პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო