იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიას იუსტიციის სამინისტროში გაეცნენ

იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები დღეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის რაჟდენ კუპრაშვილის განაცხადებით, ორწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მოკლედ არის ჩამოთვლილი საკითხები, რომელიც სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, აღნიშნული გეგმის შესრულების შედეგად საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს საშუალება მიეცემა ისარგებლოს მაღალკვალიფიციური უფასო სამართლებრივი დახმარებით.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი შონიამ შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდა შემდეგ საკითხებზე: იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სტრატეგია, უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გადამისამართების ქსელის გაფართოება და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, სამსახურის ოფისების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, სამსახურის ოფისებში არასრულწლოვანზე მორგებული გარემოს შექმნა და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესება.

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განსაკუთრებული დაინტერესება უფასო სამართლებრივი დახმარების მიმწოდებელთა ქსელის ფუნქციონირების საკითხმა გამოიწვია. აღნიშნულ ქსელში გაერთიანებულია უფასო იურიდიული დახმარების გამწევი 27 ორგანიზაცია და მის ადმინისტრირებას იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს. ქსელის ვებპორტალი მისამართია www.free.mylaw.ge და იგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითაა შექმნილი.

იურიდიული დახმარების სამსახურის 2019-2020 წლების „სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ ღია დოკუმენტია და მისი ნახვა, დამტკიცების შემდეგ, შესაძლებელი იქნება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა