არჩილ თალაკვაძე - ყველა სტრატეგიული პროექტი დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება, შეუძლებელია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სხვა რეალობა იყოს

არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაუსაბუთებელი ვარაუდები. ყველამ იცის, რომ რუსეთს აქვს ერთადერთი ინტერესი რეგიონში - მოიპოვოს მეტი კონტროლი და კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს თავის მეზობლებზე. აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკურ-დემოკრატიული განვითარება,-ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ანაკლიის პროექტში ალტერნატიული ინვესტორების უკან რუსული ინტერესები დგას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველა სტრატეგიული პროექტი დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით კეთდება.

"ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შერთებული შტატები. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და აქვს ასოცირების ხელშეკრულება. შესაბამისად, სტრატეგიული პროექტები და ყველა სტრატეგიული განვითარების მიმართულება ჩვენს ქვეყანაში არის მხარდაჭერილი და კეთდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. შეუძლებელია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იყოს სხვა რეალობა და სხვა მოცემულობა. არ ვიცი , საიდან მოდის ეს დაუსაბუთებელი ვარაუდები. რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს რეგიონში , ყველამ იცის , რომ რუსეთს აქვს ერთადერთი ინტერესი რეგიონში-მოიპოვოს მეტი კონტროლი და კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინოს თავის მეზობლებზე. აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკურ-დემოკრატიული განვითარება. ასევე, მტკიცე თანამშრომლობა და მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, იმისთვის რომ საქართველო უფრო მეტად ინტეგრირდეს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში",-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს