მაია ცქიტიშვილი - ვერ დავეთანხმები  მამუკა ხაზარაძეს, რომ  არ დაურღვევიათ   სამშენებლო გრაფიკი,  სამწუხაროდ,  ასე  არ არის

ვერ დავეთანხმები მამუკა ხაზარაძის დღევანდელ კომენტარს, რომ არ დაურღვევიათ სამშენებლო გრაფიკი, რომ არცერთი დღით არ დაურღვევიათ ვადები. სამწუხაროდ, ასე არ არის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონსორციუმმა ინფრასტრუქტურაში ფული დახარჯა, შესაბამისად, მასთან ურთიერთობასაც გააგრძელებენ.

„არსებულ კონსორციუმთან ურთიერთობის გაგრძელების ჩვენი სურვილი სწორედ ამით აიხსნება, რადგანაც, როგორც გითხარით, მათ უკვე გაწეული აქვთ გარკვეული სამუშაოები, თუმცა ვერ დავეთანხმები მამუკა ხაზარაძის დღევანდელ კომენტარს, რომ არცერთი სამშენებლო გრაფიკი, არცერთი დღით არ დაურღვევიათ ვადები. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ნამდვილად აქვს კონსორციუმსაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული, მაქსიმალურად შეძლო იმ სამუშაოების წარმოება, რაც შესაძლებელი იყო მათთვის ხელმისაწვდიომი დაფინანსებით, მაგრამ ეს არ არის, ის, რაც უნდა გაეკეთებინათ მათ. სამწუხაროდ, რეალობა, რაც დღეს გვაქვს, არ გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს პორტი, 2020 წლის ბოლომდე გაშვებული იქნება, მაგრამ გარკვეული თანხები, რა თქმა უნდა, დახარჯულია ამ ინფრასტრუტურაში, მაგრამ არა 70 მილიონი“, - განაცხად ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა