ირაკლი სესიაშვილი  „ბიბლიური თავისუფლება“ განცხადებაზე - ეს არის მავნებლობა

ეს არის მავნებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების და ქვეყნის ინტერესებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლება“ განცხადებას.

.ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი სესიაშვილი კულუარულად ელაპარაკება სხვადასხვა კონფესიების ლიდერებს და ცდილობს დაითანხმოს კანონმდებლობის ისეთ მოდელზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია, გარდა „ბიბლიური თავისუფლებისა“.

სესიაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები აღნიშნული ორგანიზაციისგან არ უკვირს, რადგან ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ შეფასებებს.

„ორი დღის წინ შევხვდი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს. შემიძლია გითხრათ, რომ მათ გამოხატეს თავიანთი კრიტიკული დამოკიდებულება კანონის შესაბამისი მუხლით „გირჩის“ მიერ არაკეთილსინდისიერად სარგებლობის გამო. . რაც შეეხება სხვა აბსურდულ ბრალდებებს , ამ ორგანიზაციებისგან მე არ მიკვირს, ისინი გადასულები არიან თავის დაცვაში და რეალურად ყველამ ვიცით , რომ ეს არის მავნებლობა. მავნებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების და ქვეყნის ინტერესებს",-განაცხადა ირაკლი სესაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს