მაია ცქიტიშვილი - მინიშნება, რომ თითქოს ჩვენ გადავწყვიტეთ, ანაკლიის კონსორციუმს  არ ავუშენოთ გზა და რკინიგზა, არასერიოზულია

ძალიან არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ სახელმწიფო ვერ ასწრებს გზის მშენებლობას, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით.

„მინიშნება იმაზე, თითქოს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს დაფინანსება მოძიებული, არ ავუშენოთ გზა და რკინიგზა, არასერიოზულია. გარწმუნებთ, პირველ რიგში, მთავრობის ინტერესში იყო, რომ ტენდერები არ ჩაშლილიყო და უკვე კონტრაქტი ყოფილიყო გაფორმებული. აზრს მოკლებულია იმაზე ლაპარაკი, რომ შეიძლება ჩვენ ჩაგვეშალა ტენდერი. ეს ბრალდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გაჩნდეს საზოგადოებაში განცდა, თითქოს, მთავრობა ვერ ასრულებს რაღაცას. მალე გამოვავლენთ გამარჯვებულს, გაწერილი გვაქვს გრაფიკი, რომელიც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეს პროექტი შესრულდება",- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ თუკი კონსორციუმი ანაკლიის პორტის განვითარებაში წელიწადნახევრაში დახარჯავს 400 მილიონ დოლარს და უზრუნველყოფს პორტის მშენებლობას იქ, სადაც დღეს ტალახია, ამ პერიოდში მთავრობაც მოასწრებს გზის და რკინიგზის მშენებლობას.

„ეს არის სპეკულაცია. ეს არ არის ის საკითხი, რომლის გამოც შეიძლება გვინდოდეს ინვესტორთან ხელშეკრულების დარღვევა და ამდენი დისკუსიის გამოწვევა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა