დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის  კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, საკანონმდებლო ორგანოში სამედიცინო ასოციაცია „თანასა“ და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღსაზრდელებს უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, „არავინ დატოვო შენს მიღმა“ - ამ დევიზით გამართულ ღონისძიებაზე, ბავშვებმა კანონმდებლებთან ერთად ნახატები დახატეს და მათთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა პატარა სტუმრებს მათთვის საგანგებოდ მომზადებული საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა უმაღლეს საბჭოში ერთგვარ ტრადიციად იქცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო