საკონსტიტუციო სასამართლო 22 მარტს თამაზ მეჭიაურის სახელით საია-ს მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო 22 მარტს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის სახელით საიას მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-დან აცნობეს, დავის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლითაც საკრებულოს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადააყენოს ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი.

„მოქმედი კანონმდებლობით, უნდობლობის გამოსაცხადებლად საკრებულოს არ სჭირდება იმის დასაბუთება, რომ მერი სათანადოდ არ ასრულებს თავის მოვალეობას. საია მიიჩნევს, რომ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ამგვარი პროცედურა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის უფლება“, – აცხადებენ საია-ში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს