მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე - ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ

ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობა მთავრობისთვის და სახელმწიფოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი - ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ვუდგავართ გვერდში და ჩვენ ნამდვილად დავამთავრებთ, - ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თქვა ისიც, რომ მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ინვესტორთან ურთიერთობას გააგრძელებს და მაქსიმალურად ეცდება, პროცესში კომპრომისის მიღწევას.

“ყველას გვაერთიანებს სურვილი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით აუცილებელია ამ მიზნის გარშემო გაერთიანება. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შევწყვიტოთ პროექტის გარშემო სპეკულაციები და საქმიან დისკუსიას დავუბრუნდეთ. დამერწმუნეთ, ამ პროცესს არაფერი ემუქრება. მთავრობას და სახელმწიფოს გვაქვს პასუხისმგებლობა, რასაც ძალიან კარგად ვიაზრებთ - ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ თანმიმდევრულები, ვიყოთ ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები. ამავე დროს, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე - ჩვენ ვერ მივიღებთ და არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა