რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით,  ღონისძიება ,,არავინ დატოვო მიღმა’’ გაიმართა

რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით - ,,არავინ დატოვო მიღმა’’ გაიმართა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, კამპანიის – „წინდა მინდას“ ფარგლებში, ორგანიზატორებმა ბავშვებს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მთავარი სიმბოლო - ფერადი წინდები დაურიგეს, გასართობი პროგრამა შესთავაზეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატური გამოფენა, მცირე კონცერტი და ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო.

ღონისძიებას, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ქავთარაძე, დავით რეხვიაშვილი, დეპუტატები და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი გაერომ 2011 წელს გამოაცხადა.

ამ დღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობები იმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს