მაია ცქიტიშვილი - „თიბისის“ დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მხრიდან გაჩენილი კითხვები არავითარ კავშირში არ არის ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან

„თიბისის“ დამფუძნებლების მიმართ პროკურატურის მხრიდან გაჩენილი კითხვები არავითარ კავშირში არ არის ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ბოლო პერიოდში ამ პროექტის გარშემო ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია არის გაჟღერებული, ბევრი ბრალდება. დღესაც მოვისმინეთ სხვადასხვა ვერსიები, თუ როგორ აპირებს მთავრობა დაბლოკოს ეს პროექტი, ჩამოართვას ეს პროექტი მამუკა ხაზარაძეს, გადასცეს ჩინელებს და ა.შ. სწორედ ამიტომ, რომ ამ კითხვებზე იყო საჭირო პასუხები, იმის გამო, რომ პარლამენტში ბევრი მსურველი იყო ამ კითხვებზე პასუხების მიღების, მივიღე გადაწყვეტილება, მიმემართა პარლამენტისთვის, რომ მივსულიყავი პლენარულ სხდომაზე. ამ პროექტს სირთულეები, სამწუხაროდ, ჰქონდა მანამდე, სანამ გაჩნდებოდა კითხვები კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ და ამ პროცესებს - ისევე როგორც თიბისისთან მიმართებაში ეროვნული ბანკის ინტერესს, ისევე როგორც "თიბისის" დამფუძნებლების მიმართ პროკურატურიდან გაჩენილ კითხვებს, ეს არავითარ კავშირში არ არის ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა. ის დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს