თსუ-ში ხვალ მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

თსუ-ში ხვალ რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - „ვინც თავისი თავი შექმნა, self made” (ავტორი: გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია).

ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული კინო-ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ჭილაშვილი, კინო-აკადემიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული ცნობილი რეჟისორები: ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე და ზაზა პაპუაშვილი დაესწრებიან.

მერაბ კოკოჩაშვილს, რომელიც 11 მხატვრული და 10 დოკუმენტური ფილმის რეჟისორია, 21 მარტს 84 წელი შეუსრულდა. იგი 2006 წლიდან დღემდე არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა