ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი - ის მოვლენები, რაც ხდება მამუკა ხაზარაძისა და   ბადრი ჯაფარიძის გარშემო, ხელს უშლის ანაკლიის პროექტს

ის მოვლენები, რაც ხდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო, პროკურატურის საქმე - ხელს უშლის ანაკლიის პროექტს ,- ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორცუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესებმა კონსორციუმს ხელი შეუშალა და ინვესტორებს კითხვები გაუჩინა.

„სწორედ ეს პროცესები უშლის ხელს კონსორციუმს, რომელიც 4 წელია ჩართულია ამ პროექტში და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის აქამდე მოყვანაში, სწორედ მამუკა და ბადრი არიან მთავარი მამოძრავებელი ძალა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ის მოვლენები, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს, განცხადებები, რომლებიც მამუკასა და ბადრის წინააღმდეგ გაკეთდა, იყო შემაფერხებელი და კითხვები გაუჩინა უცხოელ ინვესტორებსა და პარტნიორებს“,-განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფო პროექტის ინიციატორი , ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს პროექტი კერძო პარტნიორობაზეა დაფუძნებული და მისი ინიციატორი ორივე მხარე იყო.

„ ეს არის პროექტი, რომელიც კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად ხორციელდება. ვფიქრობ, ეს ყველაზე უფრო მიზანშეწონილი სტრუქტურაა ასეთი ტიპის პროექტისთვის. სწორედ ამიტომ იყო თავიდან ეს გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან მიღებული, რომ პროექტის იმპლემენტაციის ნაწილი კერძო სექტორისთვის მიენდო. ზოგადად, რა თქმა უნდა, როგორც მთავრობა, ისე კერძო სექტორი, ჩვენ, როგორც პარტნიორები, ვართ პროექტის ინიციატორები ერთობლივად“, -განმარტა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია.

„სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტისადმი“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა