ირაკლი ოქრუაშვილი  - ირაკლი სესიაშვილი თავის შვილს არ უშვებს ჯარში და სხვის შვილებზე როგორ საუბრობს?!

ყველაფერი დალაგებულია ეკლესიაში? რა გარანტია გვაქვს, რომ არ გახდება თავშესაფარი იმ ადამიანების, რომლებსაც არ უნდათ ჯარში წასვლა? - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომ ჯარში წასვლის გადავადებას ვერ შეძლებს ვერც ერთი სასულიერო პირი, მართლმადიდებლების გარდა. ოქრუაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით პრობლემა ვერ მოგვარდება.

ირაკლი სესიაშვილი პირველ რიგში მაგალითს თვითონვე უნდა იძლეოდეს და თავის შვილს აგზავნიდეს ჯარში. თავის შვილს არ უშვებს ჯარში და სხვის შვილებზე როგორ საუბრობს?! აბსოლუტური ნონსენსია, რომ დისკრიმინაციის ასეთი ფორმა შემოვიღოთ. ყველაფერი დალაგებულია ეკლესიაში? რა გარანტია გვაქვს, რომ არ გახდება თავშესაფარი იმ ადამიანების, რომლებსაც არ უნდათ რომ ჯარში წავიდნენ. ჯარში წასვლა შეზღუდვებით, აკრძალვებით ან რაღაც დიფერენციებით პრობლემას ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა