ანონსი  22 მარტი

22 მარტს, 08:00 საათზე, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები და პროფკავშირები ქარხნის შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

22 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ კონფერენცია გაიმართება თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, რომელსაც გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული როს უილსონი. ასევე, მომხსენებლებად მიწვეული არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.

22 მარტს, 11:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წმინდა 40 სებასტიანელის ხსენების დღესთან დკავშირებით სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის.

მის. აბანოთუბანთან, წმინდა ორმოცი სებასტიანელის სახელობის ტაძარი.

22 მარტს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მწერალი ალექსანდრე ახალკაცი, რომელიც პატრულს ცემაში და უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს, ბრიფინგს გამართავს.

მის. ორთაჭალა, გულუას 10

საკონტაქტო: 599 311 284 ალექსანდრე ახალკაცი.

22 მარტს, 11:00 საათზე, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ახალი მტკიცებულებები, ,რომლითაც მტკიცდება, რომ რაიან სმიტის გვამი წყალს არ ჩამოუტანია და უცნობმა პირებმა ჩამოიტანეს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

22 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით გამართავს საჯარო მოსმენას „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე ეროვნული კვლევის ძირითადი მიგნებებთან“ დაკავშირებით. მის: სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზ.N13

22 მარტს, 11:00 საათზე, მთაწმინდის ოლქში, შუალედურ არჩევნებში, “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო “გირჩის” ოფისში, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის: ბესიკის 4, სართული 3, ოთახი 312.

საკონტაქტო: 571010200 ელენე მეგრელიშვილი

22 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი - პოზიცია ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე. არის, თუ არა აზრთა სხვადასხვაობა საკრებულოს უმრავლესობაში და მოსალოდნელია, თუ არა პროცესები იმგვარად განვითარდეს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდში.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 მარტს, 11:00 საათზე, მიმდინარე წლის 19 მაისს დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად სოფიო ხორგუანს წარადგენს.

მის: შიო მღვიმელის ქ. №1

საკონტაქტო: 595577501 ირმა ბერიშვილი

22 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“თავმჯდომარე იაგო ხვიჩია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ინფორმაცია, რომლის თანახმად ირაკლი სესიაშვილი რელიგიურ კონფესიებთან გარიგებას ცდილობს. საპატრიარქოს განცხადება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

22 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.

მის. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

22 მარტს, 12-დან 16.00 საათამდე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის დაცვის მოფლიო დღესთან დაკავშირებით, გუდაურში (რეტკოს და საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია) სხვადასხვა აქტივობებს გამართავს.

საკონტაქტო: ლელა კიკალეიშვილი 599855251

22 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პლენარული სხდომა ჩატარდება. პლენარული სხდომის შესვენების დროს კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა.

მის. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

22 მარტს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

მის: ი. ჭავაჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპ, 107-ე აუდიტორია.

22 მარტს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო ბრიფინგის გამართავს.

თემა: „ივანიშვილის ახალი და დამანგრეველი შედეგების მომტანი კორუფციული გეგმები ატომურ ენერგეტიკისა და ჰესების მასობრივი მშენებლობის მიმართულებით!“.

საკ. 558 29 69 80 ლაშა ჩხარტიშვილი

22 მარტს, 13.00 საათზე, ცენტრი „ემპათია“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება და ჟენევის დისკუსიათა ფორმატის პრიორიტეტები.

მის: სიმონ კანდელაკის ქუჩა 23.

22 მარტს, 13:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება პრესკონფერენცია და პრემიერ-მინისტრის სახელზე შეიტანენ.

მის. ინგოროყვას ქ.7.

საკონტაქტო: 555 399 923 ზაზა ნანობაშვილი

22 მარტს, 14:30 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშიას" ლიდერები შეხვედრას გამართავენ.

თემა: შუალედური არჩევნები

მის. ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო: 551662525 თამარ ჯინჭარაძე

22 მარტს, 16:00 საათზე, ვაგონმშენებელ ქარხანასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ირაკლი პეტრიაშვილი მივა და აქციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა