ირაკლი ოქრუაშვილი - ხაზარაძეზე თუ ბიძინა ივანიშვილი  რამეს გაბედავს, ძალიან ბევრი ადამიანი დადგება  რუსთაველზე

ხაზარაძე, როგორც ბანკირი, შეიძლება არ იმსახურებდეს სოლიდარობას, მაგრამ ხაზარაძე, რომელიც იჩაგრება უსამართლოდ, ნამდვილად იმსახურებს სოლიდარობას,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშილის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ საქმეში ორი ფაქტორია: მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტი.

„ორი ფაქტორია აქ. ერთია მთლიანად ხაზარაძის ფაქტორი - ივანიშვილს თავად აქვს ნათქვამი თავის გარემოცვაში, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, თემურ ჭყონიას, თემურ უგულავსა, ავთო წერეთელს და კიდევ რამდენიმე ასეთი ადამიანს თავისი ადგილის უნდა მიეჩინოს იმისთვის, რომ მათი ფულის ასოცირება პოლიტიკასთან არასდროს მოხდეს. ასეთი რაღაცები სააკაშვილსაც აწუხებდა იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში დღეს არის შიმშილი ფინანსურად იმის გამო, რომ არავის აქვს სურვილი გარკვეულ ცვლილებას ფინანსურად მხარი დაუჭიროს. ივანიშვილისთვის მთავარია პრევენცია მოახდინოს, რომ ვინმემ, ვისთანაც შეიძლება პატარა დაპირისპირება მოუვიდეს, არ გაიხედოს პოლიტიკისკენ. ხაზარაძის ფაქტორი იყო პირველ რიგში ამით განპირობებული, რომ ხაზარაძისთვის მიეჩინა ადგილი. მეორე არის ანაკლიის პორტი. საქმე ანაკლიის პორტის გაკეთებაში კი არ არის, საქმე მის არგაკეთებაშია. ხაზარაძის ფაქტორს დაემატა ეს ფაქტორი და ბიძინას უდიდესი მოტივაცია გაუჩინა, რომ ხაზარაძე დაეძირა“,- განაცხადა ოქრუაშილმა.

ოქრუაშილის თქმით, თუ ხაზარაძეს დაიჭერენ, ხალხი უსამართლობის წინააღმდეგ ქუჩაში აუცილებლად გამოვა.

„„ხაზარაძე, როგორც ბანკირი, შეიძლება არ იმსახურებდეს სოლოდარობას, მაგრამ ხაზარაძე, რომელიც იჩაგრება უსამართლოდ ნამდვილად იმსახურებს სოლიდარობას.მახსოვს რამდენიმე ხელისუფალი, რომელიც თავის კოლბაში იყო შეკეტილი და რეალობას იყო მოწყვეტილი, ერთ-ერთი იყო სააკაშვილი. სააკაშვილს როცა უთხრეს ჩემზე, მოდი დავიჭიროთ და არაფერი მოხდება, 2000 კაცი გამოვა მაქსიმუმო, ამ რიტორიკას ჩაყვა და წაიმტვრია კბილები, როდესაც მეორე დღეს ქუჩაში მიიღო 30 ათასი ადამიანი. ამ ადამიანების უმეტესობა ამბობდა, რომ იქ ჩემს გამო კი არ იყვნენ, არამედ იყვნენ იმის გამო, რომ ქვეყანაში უსამართლობა ხდებოდა. ხაზარაძეზე თუ ბიძინა ივანიშვილი მსგავს რამეს გაბედავს, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც შეიძლება არანაირი სოლიდარობის გამოხატვის სურვილი არ ჰქონდეს ხაზარაძისადმი, დადგება რუსთაველზე ზუსტად იგივე მოტივაციით. უსამართლობას ამ ქვეყანაში არავინ მოითმენს“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილე ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს