ირაკლი ოქრუაშვილი -  ივანიშვილი რუსებს დაპირდა, რომ ნატოში არ შევალთ, მაგრამ ეს მისი  გადასაწყვეტი არ არის

ივანიშვილი რუსებს დაპირდა, რომ ნატოში არ შევალთ, მაგრამ ეს ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ ნატოში შევალთ თუ არა, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ზურგს უმაგრებდეს საკუთარ მოქალაქეებს, ის უსუსურად, არაადეკვატურად იქცევა.

„თითქმის გამყოფი ზოლიდან 2 კილომეტრში ვიყიდე 7 ჰექტარი მიწა, იქ დავიწყე რაღაცეების გაშენება იმის გამო, რომ ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის სტიმულია, ჩემთვისაც სტიმულია, ჩემი შვილებისთვისაც სტიმულია, ისევე როგორც, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რადგან როცა იქ ფიზიკურად ვშრომობ, მხედავენ და იმათაც უხარიათ, რომ მე იქ ვარ. მაგალითის მიმცემები უნდა ვიყოთ ერთმანეთისადმი. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა რუსები გადმოსულან, აქეთ, ჩვენებს საკადრისი პაუსხი გაუციათ, მერე ეს ჩვენები, ვისაც საკადრისი პასუხი გაუციათ, დაკითხვებზე უტარებიათ გორის უშიშროებაში, რომ ასე თავხედურად მათ აღარ უნდა მოექცნენ. სახელმწიფო იმის მაგივრად, რომ ზურგს უმაგრებდეს საკუთარ მოქალაქეებს, ისევე როგორც ჩინოვნიკებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ა.შ. იქცევა უსუსურად, არაადეკვატურად. რუსების პოზიცია არის ძალიან მარტივი, მათ აქვთ გზავნილი ივანიშვილისადმი, რომ ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ თქვენ შეხვიდეთ ნატოში. თუ თქვენ, მშრალად დაგვპირდებით, რომ ნატოში არ შეხვალთ, ეს ჩვენთვის საკმარისი არ იქნება, თქვენ უნდა გამოხვიდეთ და საჯაროდ განაცხადოთ რაღაც დონის ჩინოვნიკების პირით, რომ თქვენი ამბიციები ნატოში შესვლასთან დაკავშირებით დამთავრდა და ამას აღარ აპირებთ. ივანიშვილი რუსებს ამას დაპირდა, მაგრამ ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ ნატოში შევალთ თუ არა. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს