ირაკლი ოქრუაშვილი -  სააკაშვილის მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება გამაჩნია, მაგრამ ცოტა ხანს ამას გვერდზე გადავდებ

სააკაშვილის მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება გამაჩნია, მაგრამ ცოტა ხანს ამას გვერდზე გადავდებ. სააკაშვილმა ასაზრდოა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისი საფრთხობელობით. თუ ის აპირებს, რომ ამ როლის თამაში გააგრძელოს, ცუდი იქნება ქვეყნისთვის,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „36- გრადუსი“ განაცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური პროცესისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მის გამოყენებას, როგორც საფრთხისას, ივანიშვილი კვლავ შეეცდება.

„მე მისი გეგმების შესახებ არაფერი მაინტერესებს. ის, როგორც საფრთხე, დღევანდელი გადასახედიდან, პოლიტიკური პროცესისთვის, არ არსებობს, თუმცა ივანიშვილი ისევ შეეცდება მის გამოყენებას, როგორც საფრთხისას. მე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ გამაჩნია, მაგრამ ცოტა ხანს ამას გვერდზე გადავდებ იმიტომ, რომ პრაგმატულები უნდა ვიყოთ ადამიანები. არა ვაპატიებ, არამედ არ დავიწყებ მისი როლისადმი ხაზგასმას, მაგრამ ერთი რამეც მესმის, რომ მან ასაზრდოა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისი რაღაც საფრთხობელობით. თუ ის აპირებს, რომ ამ როლის თამაში გააგრძელოს, ეს ცუდი იქნება ქვეყნისთვის და უნდა ესმოდეს მას“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო