ირაკლი ოქრუაშვილი - ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მქონდა

კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, ახლა ის კონკრეტულ სახელებს ვერ დაასახელებს, თუმცა გარკვეული ტიპის კონსულტაციები აქვს ადამიანთა ჯგუფთან და მაისის ბოლოს გახდება ცნობილი მისი კონკრეტული გეგმების შესახებ.

„ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ჩემსავით გვერდიდან მაყურებლის როლი უკავიათ, თუმცა ბევრი რამ შეუძლიათ პროცესის სწორად შეტრიალებისთვის. მაქვს ამ ადამიანების დარწმუნების სურვილიც, მოტივაციაც და საშუალებაც. არ ვიტყვი სახელებს და გვარებს. დაახლოებით, აპრილის ბოლომდე დამჭირდება გარკვეული სახის კონსულტაციების დასრულება და მაისში გარკვეული სახის გეგმებზე ვისაუბრებთ. მე მიმაჩნია, რომ ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა, ამ სიტუაციაში... თქვენ რომ გეკითხათ რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მარტო იმისთვის, რომ ვიხმაურო?! დღეს იმ ტენდენციების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება, კარგი არაფერი ხდება... კარგი ამათგან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რაც დამამახსოვრდა - მწეველებზე არ მინდა ცუდად გამომივიდეს - დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა იყო ერთადერთი კარგი რაღაც, რაც ამათგან გავიგე. მე თვითონაც დიდი ხანია სიგარეტისთვის თავი მაქვს დანებებული და ამიტომ კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს სიმართლე გითხრათ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

იხილეთ ვიდეო: "ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მქონდა"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა