კახა კალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ სიყვარულის, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, თავისუფალი არჩევანის, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მერმა სოციალური ქსელის საშუალებით მიმდინარე მორიგი ვიდეოდიალოგი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვით დაიწყო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს ამ ადამიანების თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის შექმნისთვის.

„დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მზის შვილები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, თავისუფალი არჩევანის, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევქმნით ერთიანი ძალისხმევით ისეთ საზოგადოებას, რომელიც გააქრობს ყველა ბარიერს, რომლის მიღმაც, სამწუხაროდ, დღეს კიდევ რჩებიან ადამიანები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ვიდეოდიალოგი თბილისის მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა