მართლმადიდებელი ეკლესია 22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში პირველშეწირულის ლიტურგია შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარესი, ილია II მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, აბანოთუბანში არსებულ წმინდა 40 სებასტიანელის სახელობის ტაძარში 11:00 საათზე პარაკლისს გადაიხდის.

წმინდა 40 სებასტიანელი სებასტიის ტბაში ქრისტეს სარწმუნოებისთვის 320 წელს ეწამენ. ისინი კაბადოკიელი ქრისტიანი მეომრები იყვნენ და სებასტიაში მსახურებდნენ. წმინდანებმა ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე უარი განაცხადეს. მოწამეები ერთი დღით სებასტიის გაყინულ ტბაში ამყოფეს.

ერთ-ერთმა წამებას ვერ გაუძლო და წყლიდან ამოსული ნაპირზე მოკვდა. მის ნაცვლად ტბაში იქ მყოფი დარაჯი ჩავიდა, რომელიც მოწამეთა თავზე გვირვინებს ხედავდა. გაყინვას უვნებელად გადარჩენილები მეორე დღეს ხმლებით აკუწეს.

საეკლესიო გადმოცემით, VIII საუკუნეში თბილისში, მეტეხის ხიდთან არსებობდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარი, სადაც 786 წლის 6 იანვარს, არაბებმა გაქრისტიანების გამო წმინდა აბო თბილელს თავი მოკვეთეს.

ამჟამად არსებული წმინდა ორმოც სებასტიანელთა სახელობის ეკლესია აბანოთუბანში ძველი ტაძრის ნანგრევებზე აიგო, რომლის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო. კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესია მონასტრად 2009 წლის გიორგობის დღესასწაულზე აკურთხა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა