სირიის საგარეო უწყება - სირია გმობს ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობებზე ამერიკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებას

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, გოლანის მაღლობების სტატუსის შესახებ.

„სირიის არაბული რესპუბლიკა მტკიცედ გმობს ამერიკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებას ისრაელის მიერ ოკუპირებული სირიის გოლანის მაღლობებზე. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ისრაელისადმი ბრმა ერთგულებას და ისრაელის აგრესიული ქცევის მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს“.

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიაროს. გოლანის მაღლობებს სტრატეგიული და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვთ ისრაელისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი. შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს