თამარ ჟვანია - ყველა ის ბრალდება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით წინასაარჩევნო პერიოდში იყო, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა

ყველა ის ბრალდება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით წინასაარჩევნო პერიოდში იყო, აღმოჩნდა ცარიელი სიტყვები, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღეთ და რა არის ჩვენი მომავალი ნაბიჯები, რომ ის არსებული კითხვები, რეკომენდაციები გავიაზროთ, გავითავისოთ და ცხადია, გავაუმჯობესოთ პროცესი. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ყველა კითხვას, რაც კი არის არჩევნებთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, ასევე გამოძიებები ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, რომ არ დარჩეს იმის შეგრძნება, რომ არის უდანაშაულო ადამიანებიც, მაგრამ დამნაშავეებიც არ ისჯებიან, თუკი ასეთი დადასტურდა",- განაცხადა ჟვანიამ.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, როგორც ჟვანიამ განაცხადა, ეუთოს, ODIHR-ის მთავარი შეფასება არის, რომ ეს იყო კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნები.

„კარგად ორგანიზებაში იგულისხმება როგორც კარგად ჩატარებული კენჭისყრა, ასევე პროფესიულად ადმინისტრირებული პროცესი, ასევე კარგად არის შეფასებული ხმის დათვლა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს შენიშვნები. ვფიქრობ, საარჩევნო ადმინისტრაციას გასაუმჯობესებელი აქვს დავებთან მიმართებით საკითხები, სამუშაოა ნამდვილად ადმინისტრაციული რესურსების კუთხით",- განაცხადა ჟვანიამ.

რაც შეეხებ ოპოზიციის იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ცესკოს ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ, ჟვანიამ აღნიშნა, რომ "ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები და არც ერთ ნაწილში არ დადასტურდა ეს ბრალდება".

"მახსოვს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ძალიან დიდი, ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც იწყებოდა ტყუილებით და საბოლოო ჯამში, მას გაგრძელება არ ჰქონდა, რადგან ტყუილი იყო. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ხმები სწორად დავთვალეთ. ეს დადასტურებულია როგორც საერთაშოროსო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგებით. ყველა ის ბრალდება, რაც წინასაარჩევნო პერიოდში იყო, აღმოჩნდა ცარიელა სიტყვები. მოვიშველიებ ბოლო საარჩევნო კვლევას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დათვლილ შედეგებს და ძალიან მაღალი რეპუტაცია შეინარჩუნა საარჩევნო ადმინისტრაციამ",- განაცხადა ჟვანიამ.

დღეს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ კონფერენცია გაიმართება თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, რომელსაც გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული როს უილსონი. ასევე მომხსენებლებად მიწვეული არიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლე მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა