შემოსავლების სამსახურის უფროსმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მეოთხე სხდომა გახსნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის მე-4 სხდომა გახსნა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექნიკური ნაწილის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების დღის წესრიგის“ ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების, კერძოდ, „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაციის ფარგლებში, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების დაძმობილების პროექტი მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს "ტრანზიტის საერთო პროცედურების (CTC) კონვენციასთან მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის ხელშეწყობას", რაც ითვალისწინებს სამ მიმართულებას: სამართლებრივი ჩარჩოს მომზადება; საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების განახლება; სამსახურის ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება.

აღნიშული პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურს, პარტნიორი ქვეყნების (ფინეთის, პოლონეთისა და ლატვიის) საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები პირველად ეწვივნენ. კომიტეტზე, პროექტის მიმდინარეობის ანგარიში განიხილეს და მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. კომიტეტში ასევე, საქართვლოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღებს მონაწილეობა. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასევე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი“ იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ გეზ-ის საქმიანობასა და პროცედურებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს