შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია საქართველოს საისტორიო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია საქართველოს საისტორიო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, საქართველოს საისტორიო საზოგადოების დაარსების ისტორია დაკავშირებულია 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების შექმნასთან.

„ამჯერად საქართველოს საისტორიო საზოგადოება მის სახელს ატარებს. საზოგადოების თავმჯდომარეები სხვადასხვა დროს იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ჯავახიშვილი. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობა ახალი ძალითა და მასშტაბით განახლდა 1959 წელს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოების, ხოლო 1976 წლიდან საქართველოს საისტორიო საზოგადოების სახელით.

საქართველოს საისტორიო საზოგადოება აერთიანებს საისტორიო მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს, ეწევა საისტორიო მეცნიერებათა მიღწევებისა და ცოდნის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს უწყებათა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციას, მატერიალური კულტურის ისტორიის ძეგლების შეგროვებას, დაცვასა და შესწავლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო