დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ არჩევნებს ვერ ვატარებთ

ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ არჩევნებს ვერ ვატარებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ კონფერენციაში.

მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინა წლების უსამართლოდ ჩატარებულ საპარლმენტო არჩევნებს შეედრებოდა.

"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავისი არასამართლიანობის დონით შეედარება 2003 წლის შევარდნაძის მიერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და 2012 წელს სააკაშვილის მიერ ასევე საპარლამენტო არჩევნებს. სამწუხაროდ, 2018 წელს თითქოს უნდა დაგვეღწია თავი ადმინისტრაციული რესურსის ასე გამოყენებისთვის, ფინანსური სახსრების ასეთი უკონტროლო გამოყენებისგან, ამომრჩევლის მოსყიდვისგან, მაგრამ ყველაფერმა, რაც კი ცუდი ახასიათებდა ქართულ საარჩევნო ინდუსტრიას 70 წლის განმავლობაში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოიყარა თავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასე პოლიტიკურ ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ. დღევანდელი კონფერენციის მთავარი დათქმა, ჩემი აზრით, უნდა იყოს ეს, რომ ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ, არჩევნებს ვერ ვატარებთ და უნდა ჩავატაროთ. აი, ასე დგას საკითხი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა