პარლამენტში მამუკა ბახტაძის მოსმენას გიორგი გახარიაც დაესწრება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მოსმენას შსს-ს მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება.

ბახტაძე და გახარია პარლამენტში იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაიბარა.

საპარლამენტო ოპოზიცია ყურადღებას გაზრდილ კრიმინალზე, საარჩევნო პერიოდში სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზეწოლასა და ე.წ ბოტების ფაბრიკაზე გაამახვილებს. ზოგად კრიმინოგენურ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებას გეგმავს უმრავლესობაც. გარდა ამისა, მმართველი პარტია ამ მიმართულებით სკოლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ საკითხებზე, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე აპირებს კითხვების დასმას.

დღესვე პარლამენტის ინტერპელაციის წესით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.

ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფრომატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო