ომბუდსმენი - სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მომართვიანობა შემცირდა - პრობლემად რჩება, რომ პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე შედეგი არ არის

წინა წლებთან შედარებით, 2018 წელს სახალხო დამცველის ოფისში მომართვიანობის მაჩვენებელი სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე შემცირებულია, თუმცა პრობლემად რჩება, რომ პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე შედეგი დამდგარი არ არის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

„2018 წელს წინა წლებისგან განსხვავებით შემიცირებულია ჩვენთან მომართვიანობის მაჩვენებელი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა კვლავ რჩება პრობლემად ამ საქმეების გამოძიების არაეფექტურობა. წინა წლებში პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე არ არის შედეგი დამდგარი, არავინ არის პასუხისგებაში მიცემული და ძალიან დაბალია დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელიც. ამ თვალსაზრისით გამოძიების ეფექტურობა კვლავ პრობლემატურია და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დროულად შეიქმნას სახელმწიფო ინსპექტორის მექანიზმი, რომელმაც უნდა დაიწყოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ფაქტების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო