მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ ბრალდებულის დედის მოწმის სახით იძულების წესით მიყვანის გადაწყვეტილება მიიღო

მესტიის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობის საქმეზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის დედის, ვარდო ფალიანის მოწმის სახით იძულების წესით მიყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ მას შემდეგ დააყენა, რაც ფალიანი პროცესზე რამდენჯერმე დაბარების მიუხედავად არ გამოცხადდა. მოწმის იძულებით გამოცხადების შესახებ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის, როზეტა შეროზიას თქმით, შეიძლება დედას შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურდეს.

შემდეგ პროცესზე, რომელიც 26 მარტს გაიმართება, ორ მოწმეს ვარდო ფალიანს და ექსპერტს ბადრი სარჩიმელიას მოუსმენენ. ამ დრომდე არ დაკითხულა გარდაცვლილი ლომარ ნიგურიანის შვილი, რომელიც მკვლელობის უშუალო მოწმეა. ბრალდების მხარის განმარტებით, მას არ სურს ჩვენების მიცემა და იძულების წესით ვერ გამოიძახებენ გამომდინარე იქიდან, რომ ის არასრულწლოვანია.

2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ და ის მიმალვაშია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა