დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტი ბექა ოდიშარიას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აირჩევს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტი ბექა ოდიშარიას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აირჩევს.

ოდიშარიას არჩევის საკითხი სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ საკითხად არის განსაზღვრული. აღნიშნულ პოსტზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა და ბიუროს გადაწყვეტილებითვე საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგს დაემატა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობდა, თუმცა უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ, მმართველმა გუნდმა, კვაჭანტირაძის აღნიშნული თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ, კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა