ირაკლი კობახიძე - სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი საქართველოში და ეს ვითარება საჭიროებს გამოსწორებას

სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი საქართველოში და ეს ვითარება საჭიროებს გამოსწორებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე "2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები" განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ საერთაშორისო პარტნიორებმა.

„პრობლემა, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც სამწუხაროდ, ხელს უშლის საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას. ამ კუთხით იყო განსაკუთრებული პრობლემები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პირდაპირ ფორმით ჩართული წინასაარჩენო კამპანიაში. რაც ბუნებრივია, არის სერიოზული პრობლემა და ეს ახდენს ზოგადად იმ ცნების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ერთ -ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ამ ფენომენის დიკრედიტაციას. კიდევ ერთი ორგანიზაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდათ განათავსებული საკუთარ ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე. ეს არის ბუნებრივია, ძალიან მძიმე ფაქტები, რაც ყურადღებას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს",- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მედიის ჩართულობაზეც.

„ასევე „რუსთავი 2“ -ში პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მხარაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ და პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომლებიც იმავდროულად იყვნენ დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ პროცესის. ეს არის ბუნებრივია, შეუთავსებელი ერთმანეთთან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საუბარი იყო იმაზე, ვინც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხვა სფეროდან, ეს იყო პირაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ბოლშევიკური, გინდათ ეს ტერმინი გამოვიყენოთ და არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება მათი მხრიდან ამ განცახდებაზე, არამედ მივისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები. ასეთ პირობებში დამოუკიდებელი დაკვირვება ვერ განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ასევე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ყალბი ID ბართის თაობაზე, სიების შეგროვების თაობაზე. ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები , ჩვენ ინტერესებში იყო თუ არსებობდა ასეთი ინფორმაცია ეჭვების გაქარწყლება, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი ხაზი კამპანიაში იყო ოქუაშვილის თემის გააქტიურება, თუმცა, ვერ ახერხებდნენ ამას , რადგან საფუძველი არ ჰქონდათ.

"საზოგადობამ კარგად იცის იმის თაობაზე ვინ რას წარმოადგენს, ვის რა მიზანი ჰქონდა ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქედან რამდენიმე, ყველაზე მდიდარი ორგანიზაცია ხელს უწყობდა ამ კამპანიის წარმოებას. ეს არის პრობლემები. სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი საქართველოში და ეს ვითარება საჭიროებს გამოწორებას. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ საერთაშორისო პარტნიორებმა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში გამორიცხული იყოს არასამთავრობოების პირაპირი მონაწილება საარჩევნო აგიტაციაში",- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა