ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე ითხოვს, სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საზოგადოებრივი და სახელისუფლებო მხარეების მონაწილეობით, ჯგუფი შეიქმნას

ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს და ითხოვს სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა, სადაც პარტიის თავმჯდომარის სახელზე წერილი მიიტანა.

„მივმართავ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წერილით, რომელშიც ვამბობ, რომ სასამართლო სისტემა იმყოფება კოლაფსის წინაშე და მომყავს სამი ფაქტი: პირველი - სასამართლოს მართავს იგივე ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევდა მილიონ ცუდ საქმეს, მეორე - მოსამართლეების სახელით საუბრობს ლევან მურუსიძე, რომელიც იყო გირგვლიანის მოსამართლე და მესამე - ნინო გვენეტაძემ, რომელიც იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და რომელსაც საზოგადოება იცნობდა მეამბოხე მოსამართლის სახელით წინააღმდეგობა ვერ გაუწია „კლანს“ და ის ჩუმად გაიპარა სასამართლო სისტემიდან. ამ სამი ფაქტიდან გამომდინარე ვასაბუთებ, რომ სასამართლო სისტემა იმყოფება მძიმე კრიზისში, შესაბამისად, მივმართავ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, შეიქმნას ჯგუფი საზოგადოებრივი და სახელისუფლებო მხარეების მონაწილეობით, სადაც შეისწავლება ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება სასამართლო სისტემა და მოძებნილი იქნება გამოსავლის გზები“,- განაცხადა წიქარიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს