მამუკა მდინარაძე - საერთო ჯამში გაზრდილია დანაშაულის სტატისტიკა, მაგრამ ე.წ. საშიშ, მძიმე დანაშაულზე გვაქვს კლება

საერთო ჯამში გაზრდილია დანაშაულის სტატისტიკა, მაგრამ ე.წ. საშიშ, მძიმე დანაშაულზე გვაქვს კლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკის მატება ძირითადად აღრიცხვიანობისა და მომართვიანობის გაზრდამ განაპირობა.

„არსებობს ასევე ტენდენცია, რომ გუშინ პირობითად მედიით საერთოდ არ შუქდებოდა კრიმინალი და დღეს სპეციალურად ამისთვის მიძღვნილი სამჯერ და ათჯერ მეტი ახალი ამბავია. სტატისტიკის ზრდა განპირობებულია სტატისტიკის გაუმჯობესებით, თუმცა არსებობს გარკვეული დანაშაულები, რომელთა დაკავშირებითაც მომატებულია სტატისტიკა, მაგალითად - ქურდობა, ოჯახში ძალადობა, ეს მომართვიანობის გაზრდის ხარჯზეა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო