მამუკა ბახტაძე ოპოზიციას - თქვენ ცდილობთ, საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი წარსულზე ორიენტირებული იყოს, რაც ძალიან ცუდია

თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში იყოს წარსულზე ორიენტირებული და ეს არის ძალიან ცუდი, - ასე მიმართა პარლამენტში გამოსვლის დროს დასკვნით სიტყვაში ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ სიღარიბის მაჩვენებელზე ისაუბრა და საერთაშორისო რეიტინგების მონაცემები გაიხსენა. ბახტაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ დღეს ოპოზიციას ჰქონოდა არგუმენტირებული, თუნდაც მწვავე კითხვები, მან დღეს მოისმინა „ის რაც მოისმინა“.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოს ჰყავს ორი მტერი-ეს არის რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ სიღარიბეს ამ მასშტაბის ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად ვთვლით ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მთლიანად არის ფოკუსირებული სწორედ იმაზე, რომ სიღარიბე იქნას დაძლეული. დავუბრუნდეთ საერთაშორისო რეიტინგებს, ბიზნესს თურმე საქართველოში ატერორებენ. თუ ეს ასეა, კითხვა მაქვს თქვენთან „Doing Business“-ის რეიტინგში მსოფლიოში საქართველო როგორ არის მე-6 ადგილზე. თუ მართლა იმის განცდა გაქვთ, რომ მსოფლიო ბანკში ჩავაწყეთ ჩვენთვის ამ რეიტინგის მონიჭება? რამდენიმე კვირის წინ სარეიტინგო სააგენტო FITCH-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ წვდომა უფრო იაფ კრედიტზე და ბევრი დადებითი ფაქტორი ექნება ყველაფერ ამას. იმის ნაცვლად , რომ ციფრებზე, არგუმენტებზე დაყრდნობით მსჯელობა მოვისმინოთ და ყველაზე მწვავე კრიტიკაც კი , დღეს ჩვენ მოვისმინეთ და დავინახეთ ის რაც დავინახეთ. სიმართლე გითხრათ, მოლოდინიც მე ისევე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ ასეთი ჰქონდა.

ჩვენ გვსურს, რომ დღის წესრიგი იყოს მომავალზე ორიენტირებული, ორიენტირებული იმაზე თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელზეც ვსაუბრობთ. მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში იყოს წარსულზე ორიენტირებული და ეს არის ძალიან ცუდი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციას კითხვები ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა