გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა

ზუგდიდის მერის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი, ლედი სანდრა რულოვსი იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვასაძემ განაცხადა.

„ორი დღეა გაერთიანებული ოპოზიცია ატარებს კონსულტაციებს, რა ფორმით და როგორ ვღებულობთ მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში, რომელიც გასაგებია არის გენერალური რეპეტიცია მომავალი საპარლამენტო არჩევნების. ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად - ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გაერთიანებული ოპოზიციისა და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა იმიტომ, რომ თვიდანვე მას უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი. მინდა გაგახსენოთ, რომ ქალბატონმა სანდრამ ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ მან უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაზე, მითუმეტეს, რომ პარლამენტის მაშინდელი კონფიგურაცია საერთოდ არ ემთხვეოდა ამომრჩევლის სურვილებს. ასე რომ, ზუგდიდი იქნება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ზუგდიდსაც და სამეგრელოსაც ძალიან უყვარს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ გამორიცხავს, რომ მოხდეს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და პარტიის წევრებზე ფიზიკური თავდასხმებიც კი.

გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის გარდა იმ ოლქებზეც ისაუბრა, სადაც შუალედური არჩევნები მაისში ტარდება. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ყველა ოლქში აპირებს მონაწილეობას.

„რაც შეეხება დანარჩენ შუალედურ არჩევნებს, ჩვენ ყველგან ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ რა ფორმით ამაზე მსჯელობა გრძელდება და დიდი ალბათობით ალბათ ყრილობის შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს აზრს და ჩვენ გეგმებს“, - დასძინა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა