ირაკლი კობახიძე - შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას

შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შუალედური არჩევნებისთვის „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

„თქვენ გახსოვთ, როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონრეტულ სახელებსა და გვარებზე: ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე. შალვა შავგულიძე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი დგას გირგვლიანის მკვლელების გვერდით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ რაღაცებზე გვედავებიან, არანაირი პრინციპები არ აქვთ. ეს არის ამის დამადასტურებელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს