GWP-მ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა

GWP-მ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მოზარდ თაობასთან ერთად აღნიშნა.

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თუ რა გზას გადის წყალი ჩვენს ონკანამდე და რა მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მდგრად მოხმარებას. გარდა ამისა, კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს პრაქტიკულად აჩვენეს როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი,- ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

gwp ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანი წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.

ცნობისთვის, 1993 წლიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. წყლის დღე - შეახსენებს მთელს მსოფლიოს, რომ მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე ძალიან მცირეა. დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი, თუმცა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 0,3%-ია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს