ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კვლავ ვერ მიიღო პასუხი არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ ვერ იქნა პასუხები მიღებული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ანთაძემ აღნიშნა, ქართული მხარის ამოცანაა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და მათ მიმართ სამართალი აღსრულდეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რომელიც მოხდა ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ ვერ იქნა პასუხები მიღებული შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და აღსრულდეს მათ მიმართ სამართალი. ასევე ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კვლავაც დარჩა პასუხგაუცემელი. ყურადღება გავამახვილეთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილებისას შექმნილ პრობლემებზე“, - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ხურვალეთში არსებულ ვითარებას, როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფელში ახლა ვითარება სტაბილურია. მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვები სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით პრევენციულ ხასიათს ატარებს.

„ღონისძიება ატარებს პრევენციულ ხასიათს. გამომდინარე იქიდან, რომ ხურვალეთი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია, ზოგჯერ საჭიროა სამოქალაქო პირების უსაფრთხოებისთვის ჩატარდეს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, რითაც აიხსნება ის, რაზეც ახლა გვაქვს საუბარი. მე როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება და ალბათ, დამეთანხმებით, რომ ოკუპირებული რეგიონიდან და საოკუპაციო ხაზიდან ყოველთვის არსებობს პოტენციური საფრთხე. გამიჭირდება ზუსტი პასუხი გაგცეთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვები. ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული, რათა თავიან იქნეს აცილებული ნებისმიერი ინსინუაცია. ხურვალეთში ახლა ვითარება სტაბილურია“, - განაცხადა ანთაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა