ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს

ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის. ბუმერანგის პრინციპი გაიხსენოს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მთაწმინდის ოლქში “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძის დასახელებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, ჩვენ როდესაც ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, ,კობახიძე ალბათ, დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს სადღაც მიმალული ადგილიდან. დღეს ვერაფრით ვერ ჩავხსენით და ვერაფრით დავაშორეთ სააკაშვილის და ადეიშვილის დავალებების შემსრულებელ მოსამართლეებს და მთავარი კონფლიქტის მიზეზი ის არისმ რომ წარსულის აწმყოში და მომავალში გადმოტანა უნდათ. ამ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელმაც არ იცის არც მართვის წესი, არც ის, სად იმყოფება და ვერც იმას აცნობიერებს, რას ლაპარაკობს, ვურჩევ - ბოკერიასა და სააკაშვილის თემაზე სანამ ილაპარაკებდეს, გაიხსენოს, დღესაც რამდენად ახლო ურთერთობაში არიან განსაკუთრებით „ევროპულ საქართველოსთან“ და ბოკერიას ჯგუფთან. მე ვისთან დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას.

„თქვენ გახსოვთ, როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონრეტულ სახელებსა და გვარებზე: ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე. შალვა შავგულიძე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი დგას გირგვლიანის მკვლელების გვერდით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ რაღაცებზე გვედავებიან, არანაირი პრინციპები არ აქვთ. ეს არის ამის დამადასტურებელი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა