რომან გოცირიძე - განათლების მინისტრის არც ერთი პასუხი არ იყო დამაჯერებელი

განათლების მინისტრის არც ერთი პასუხი არ იყო დამაჯერებელი, - ასე შეაფასა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლა, სადაც მინისტრი დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფორმატში პასუხობდა.

„მან ვერ გაგვცა პასუხი , თუ რატომ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვნად დასცემს განათლების ხარისხს. კვლავ თავის მართლებისა და მოტყუების მცდელობა იყო კერძაიას ამ ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით. ბოდიშსაც არ იხდიან და სინდისიც არ ქენჯნით იმ საშინელი ზეწოლის გამო , რაც მოახდინა მთავრობამ ამ მინისტრის მონაწილეობით. ვერ გაგვცა პასუხი ვერც ერთი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგალითად, მასწავლებლების ხელფასთან დაკავშირებით. იყო საუბარი, რომ თითქოს ბიუჯეტის მეოთხედი დაიხარჯება განათლებაზე, როდესაც სხვა მინისტრები ამბობენ, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი დაიხარჯება გზებზე თავაცვაზე და ა.შ. ურთერთგამომრიცხავ სტატისტიკას გვაწვდიან. სხვადასხვა სამინისტროს მიერ დაჯამებული ეს რიცხვები რომ ავიღოთ საქართველოს 20 ბიუჯეტი არ ეყოფა ამას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს