სახელმწიფო აუდიტის სამსახური - დამცავი ორდერების გაცემის შემდეგ არავინ აკონტროლებს, მსხვერპლი მართლაც დაცულია თუ არა მოძალადისგან

არავინ აკონტროლებს, მსხვერპლი მართლაც დაცულია თუ არა მოძალადისგან დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის შემდეგ. უფრო მეტიც, პასუხისმგებელი მხარეები ძალადობის განმეორებითი ფაქტის შესახებ თავად მსხვერპლის მიმართვის შემდეგ იგებენ,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

აუდიტის მიერ გამოვლენილ ხარვეზებს შორის დასახელებულია ისიც, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის ადგილზე გამოძახებული პატრული თუ უბნის ინსპექტორი არ ფლობენ ინფორმაციას ინცინდენტის ისტორიასთან დაკავშირებით და რეაგირებენ როგორც პირველად მომხდარ ფაქტზე, რადგან ერთი მხრივ, არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა და მეორე მხრივ, არსებულ ინფორმაციაზეც არ აქვთ წვდომა.

„სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა ნიშნავს, რომ მოძალადემ უნდა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რითაც დაზარალებულს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება. ასეთი პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება სლოვენიაში და მისი მიზანია დისკომფორტი და ბარიერი შეუქმნას მოძალადეს, რაც მას ძალადობის გამეორების სტიმულს დაუკარგავს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. საქართველოს პრაქტიკით კი, რიგ შემთხვევებში, საცხოვრებელი ადგილიდან მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული პირების გარიდება ხდება,“-აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის მოყავს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, რაც შესაძლოა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იყოს გამოწვეული. 2017 წელს ოჯახში ძალადობის ინციდენტზე „112-ში“დაფიქსირებულია 22,478 შეტყობინება, ხოლო შსს-ს მიერ რეგისტრირებულია 2,192 ოჯახური დანაშაულის შემთხვევა. ამასთან, 2018 წლის სტატისტიკით, ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო