სახელმწიფო აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, ძალადობის განმეორებითი ფაქტის მონიტორინგს სოციალური სამსახური ეფექტურად ვერ ახორციელებს, რადგან სოციალურ მუშაკთა რაოდენობა არ იძლევა მათ პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვის საშუალებას. გაზრდილი მიმართვიანობის პირობებშიც კი, 2018 წელს სოციალურ მუშაკთა რაოდენობამ არათუ მოიმატა, პირიქით, 279-დან 255-მდე შემცირდა.

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეკომენდაციით, სოციალური მუშაკების დატვირთვა უნდა განისაზღვროს თვეში 20 საქმის წარმოებით.სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში, საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის, რაც 6-ჯერ აღემატება რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას და ართულებს სოციალური მუშაკის მიერ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას,“-აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო