გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს

გურჯაანში გარემოს დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს.

როგორც ბესო შუბითიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თანამშრომელთან ერთად გეგმურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრაკონიერები შენიშნა.

"მე და ჩემი თანამშრომელი ვიყავით. ორმა უცხო პირმა ჩვენი მისამართით ისროლა. რამდენიმე ჭრილობა მაქვს. ბრაკონიერებს ნიღბები ეკეთათ და სახეები ვერ გავარჩიე", - განაცხადა ბესო შუბითიძემ.

ის გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა