გიორგი გახარია კითხვაზე, თუ ვინ მიანიჭა პრივილეგია ხაზარაძეს, პასუხობს - სამწუხაროდ, მთავრობამ

ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა გარკვეულწილად ტყვეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ მიანიჭა პრივილეგია ხაზარაძეს, გახარიამ უპასუხა: „მთავრობამ, სამწუხაროდ. უბრალოდ, აიღეთ და შეხედეთ, რამდენჯერ იყო მაგალითად, გარკვეული ვალდებულებების გადავადება მთავრობაზე გამოტანილი კონკრეტული კომპანიისთვის. რა არის სხვა პრივილეგია?", - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე: მთავრობამ ანუ კვირიკაშვილმა? - გახარიამ უპასუხა: „მათ შორის. მეც მათ შორის“.

„იმიტომ, რომ ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა გარკვეულწილად ტყვეობაში აღმოჩნდა ყველაფრის ამის. ეს გადავადებები ხდებოდა ერთხელ და ორჯერ არა და ეს არ ეხება მხოლოდ ანაკლიას, ეს ეხება სხვა პროექტებსაც. არ მინდა ახლა აქ დეტალებზე საუბარი, თქვენ მე მასაუბრებთ როგორც ეკონომიკის მინისტრს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ „ტვპირველის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა